SELFTRAVEL.GE
დაგვირეკეთ
+995577500206

ვებ-გვერდის გამოყენების (მომსახურების გაწევის)

საერთო პირობები

წინამდებარე  პირობები წარმოადგენს  შეთანხმებას კომპანია სელფ თრეველსა და პლატფორმა selftravel.ge -ს მომხმარებელს (შემდგომში „მომხმარებელი“)  შორის ურთიერთ სასარგებლო თანამშრომლობის შესახებ.

 

 

  • განსაზღვრებები

 

„პლათფორმა“ გულისხმობს შპს სელფ თრეველის საკუთრებაში არსებულ ვებსაიტს www.selftravel.ge რომელსაც გააჩნია ინსტრუმენტები და ფუნქციები საიდანაც ხორციელდება შპს სელფ თრეველის მომსახურეობის გაწევა.

„საიტი“ გულისხმობს შპს სელფ თრეველის საკუთრებაში არსებული პლატფორმის  საჯაროდ ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიზუალურ მხარეს, მათ შორის ტექსტს და დიზაინს.

„მომხმარებელი“ გულისხმობს შპს სელფ თრეველის მომხმარებელს, რომელსაც გააჩნია selftrevel.ge პლატფორმის სისტემაში შექმნილი კაბინეტი.

„კაბინეტი“ გულისხმობს ონლაინ-სისტემის სამართავ პანელს, რომელშიც დაშვების უფლება აქვს  სელფ თრეველის მომხმარებელს (მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითებით) ვებ-საიტიდან:https://selftravel.ge/ge/main/user/mypage იმისათვის, რონ განათავსოს ობიექტები, შეცვალოს მათ შესახებ  ინფორმაცია დაზუსტების, განახლებისა და გამოსწორების მიზნით.

„ობიექტი“ გულისხმობს მომხმარებლის მიერ განთავსებულ ტურისტთა განთავსების ობიექტს, სატრანსპორტო საშუალებებს, კვების ობიექტებს, მომსახურების სფეროს სხვა ობიექტებს (რომელიც განთავსებულია პლათფორმის განყოფილებაში „სად წავიდეთ“.

„სტუმარი“ გულისხმობ selftrevel.ge პლატფორმის მომხმარებელსა და „ობიექტის“ კლიენტს მომხმარებელს.

„პერსონალური მონაცემები“ გულისხმობს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ეხება ფიზიკურ პირს, რომლითაც შესაძლებელია პიროვნების დადგენა (მათ შორის საკრედიტო ბარათებსა და საბანკო რეკვიზიტებს).

„ობიექტის განთავსების სტანდარტული სერვისი“ გულისხმობს ტურისტული მომსახურების შესახებ სრულიად უფასოდ და თავისუფლად ინფორმაციის განთავსების შესაძლებლობას selftravel.ge პლატფორმაზე რეკლამისა და კლიენტების მოზოდვისათვის.

„პლატფორმის დამატებითი მომსახურება“ გულისხმობს პლატფორის სტანდარტული უფასო სერვისების გარდა დამატებით ფასიან მომსახურებებს (პლატფორმის ფასიანი სერვისებს), რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სტანდარტულ სერვისთან ერთად დამატებით გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება, რომელიც მოემსახურება საკუთარი ობიექტის / სერვისების გაუმჯობესებას, დაჯავშვნას, გაყიდვას, რეკლამას, კლიენტის მოზიდვას, სტუმრებთან (კლიენტებთან) კომუნიკაციასა და საკუთარი საქმიანობის სხვა ინტერესებს. პლატფორმის დამატებით მომსახურებას შესაძლოა გააჩნდეს: ა) დასახელება, ბ) მართვის ინსტრუმენტები (ჩართვის, გაუქმებისა და სხვა ღილაკები), გ) გამოყენების ინსტრუქცია დ)  გამოყენების პირობები (შესაძლებელია იყოს ფასიანი), რომელიც ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და მას ერთვება დანართების სახით. 

 

 

  •  შეთანხმების ძირითადი პირობები 

 

    1. პლატფორმა არის შუამავალი პროდუქტის/მომსახურების მიმწოდებელს ( მომხმარებელი / ობიექტი) - სა და სტუმარს (კლიენტს)  შორის და არ არის გამყიდველი ან მყიდველი; 
    2. პლატფორმას და შპს სელფ თრეველს არ ეკუთვნის პლატფორმაზე (საიტზე) განთავსებული არცერთი ქონება/მომსახურება და არ ფლობს დამატებით ინფორმაციას მათ შესახებ; 
    3. განცხადებაში მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, უსაფრთხოებაზე და აღწერასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელი არ არის შპს სელფ თრეველის პლატფორმა;
    4. პორტალზე მომხმარებლის კაბინეტის რეგისტრაცია, ობიექტების შესახებ ინფორმაციის განთავსება და სტანდარტული სერვისების გაწევა უფასოა, ხოლო დამატებით სერვისებს გააჩნია დამატებით გამოყენების წესები და პირობები, რომელი მოცემულია ქვემოთ დანართში:  „selftravel.ge პლატფორმის მომსახურების დამატებითი ფუნქცია და გამოყენების პირობები

 

 

  • მომხმარებლისა და ობიექტის ვალდებულებები

 

    1. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს თავისუფლად დაარეგისტრიროს საკუთარი კაბინეტი და განათავსოს თავისი ობიექტი პლატფორმაზე  selftravel.ge ინტერნეტში გამოქვეყნების მიზნით.
    2. ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია selftravel.ge პლატფორმაზე კაბინეტის შესაქმნელად უნდა მოიცავდეს მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტას და ტელეფონის ნომერს.
    3. ინფორმაცია ობიექტის შესახებ უნდა მოიცავდეს ადგილმდებარეობას (მათ შორის ზუსტი მისამართი), რუკაზე ზუსტი ადგილის მონიშვნას, საკონტაქტო მონაცემებს, ელ-ფოსტას, ტელეფონის ნომერს, ფოტოებს, აღწერას, მომსახურეობის პირობებს. ინფორმაცია არ უნდა იყოს არაკორექტული და არ უნდა ლახავდეს მესამე მხარის უფლებებს. 
    4. მომხმარებელი ადასტურებს საკუთარ პასუხისმგებლობას ობიექტის შესახებ განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე და selftravel.ge პლატფორმის მომსახურების პირობებთან შესაბამისობაზე. 
    5. მომხმარებელი გარანტიას იძლევა (პასუხისმგებელია), რომ წარმოდგენილი ინფორმაცია ყოველთვის არის ზუსტი და რეალობასთან შესაბამისი. მომხმარებელი პირობას დებს, რომ ყოველთვის განათავსებს ახალ აქტუალურ ინფორმაციას, მოახდენს შესაბამის რედაქტირებას, მათ შორის არა სტანდარტული პირობების შესახებ, რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს საკუთარი კლიენტებისა და საიტის სტუმრების განწყობაზე (მაგალითად რემონტი, სამშენებლო სამუშაოები და სხვა).
    6. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს მიიღოს სხვადასხვა ტიპის შეტყობინებები (წერილი, სმს გზავნილი, ხმოვანი შეტყობინება, კლიპები და სხვა) კაბინეტში დაფიქსირებულ ნებისმიერ საკონტაქტო მისამართზე (მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტა) და იღებს ვალდებულებას გაეცნოს მათ, რადგან გზავნილი შეიძლება შეიცავდეს შეტყობინებას კლიეტნის / სტუმრის მიერ გაკეთებული შეკვეთის შესახებ, მისთვის საინტერესო ინფორმაციას, ინსტრუქციას, შეხსენებას, რეკლამას, ცნობას, სტუმრის მიერ განხორციელებული გადახდების შესახებ და ა.შ.
    7. ყველა ობიექტი ყოველთვის პასუხისმგებელია უპირველესად სტუმრის წინაშე მის მიერ ამ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, წინა მდებარე ხელშეკრულება უფლებას აძლევს სტუმარს მოითხოვოს ობიექტისგან ამავე ხელშეკრულებით აღებული მოვალეობების შესრულება და აუცილებლობის შემთხვევაში მიმართოს საქართველოს სასამართლოს.
    8. პორტალზე მომხმარებლის კაბინეტის რეგისტრაცია, ობიექტების შესახებ ინფორმაციის განთავსება და სტანდარტული სერვისების გაწევა უფასოა. დამატებით სხვა ფასიანი სერვისების ჩართვისა და გამორთვის ფუნქციების შესაძლებლობა მომხმარებელს დამატებით ეძლევა თავისივე კაბინეტში არსებული სამართავი ინსტრუმენტების საშუალებით რომლის გამოყენება ან არ გამოყენება მას შეუძლია მხოლოდ საკუთარი შეხედულებებისამებრ. ასევე შეუძლია ტელეფონის ან ელ-ფოსტის საშუალებით მიმართოს შპშ სელფ თრეველს ასეთი ფუნქციების ჩართვისა და გამორთვის თხოვნით.
    9. ობიექტი უფლებამოსილია დაადასტუროს ან არ დაადასტუროს სტუმრის მიერ განხორციელებული შეკვეთა შესაბამისად იმისა თუ რამდენად არის მზად შეასრულოს სტუმრის დაკვეთა (დამოკიდებულია გადატვირთულ სეზონურ მოთხოვნებზე, პერსონალის სიმცირეზე, ოთახებისა და ადგილების დაკავებულობაზე და ა.შ.). იმ შემთხვევაში, თუ ობიექტმა დაადასტურა სტუმრის მიერ განხორციელებული შეკვეთა, ობიექტი ვალდებულია პირნათლად და სრულად შეკვეთის შესაბამისად მოემსახუროს სტუმარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის პასუხისმგებელია სტუმრის წინაშე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.



 

  • კომპანია სელფ თრეველის უფლებები და ვალდებულებები 

 

    1. კომპანია სელფ თრეველი ვალდებულია მსოფლიოს თავისუფალ ინტერნეტ სივრცეში ღია და ხელმისაწვდომი გახადოს მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე selftravel.ge განთავსებული ინფორმაცია ობიექტებისა და მომსახურეობების შესახებ.
    2. სელფ თრეველი უზრუნველყოფს მომხმარებლის უსაფრთხო და თავუსუფალ დაშვებას კაბინეტში ობიექტბის შესახებ ინფორმაციის რედაქტირებისა და საკუთარი სურვილების შესაბამისად პერსონალური მონაცემების ცვლილებებისათვის.
    3. სტუმრის / კლიენტის წინაშე სელფ თრეველი ვერ იძლევა გარანტიას, რომ მომხმარებლის მიერ ობიექტის შესახებ განთავსებული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს თუ აღნიშნულ ობიექტს მინიჭიბული არ აქვს შესაბამისი სტატუსი და შესაბამისი სხვა დამატებით შეთანხმება არ არის ძალაში.
    4. ობიექტის შესახებ განთავსებული ინფორმაციის ეფექტურობის ამაღლებისა და რეკლამის გაუმჯობესების მიზნით კომპანია Self Travel უფლებას იტოვებს მოახდინოს ნებისმიერი ინფორმაციის რედაქტირება ან წაშლა თუ შესაბამის მომხმარებელთან სხვა დამატებით შეთანხმება არ არის ძალაში.
    5. სელფ თრეველი უფლებამოსილია მომხმარებლის შესთავაზოს დამატებითი სერვისები რათა მის მიერ სტანდარტულად განთავსებულ ობიექტს მიანიჭოს განსხვავებული სტატუსი, გაუწიოს დამატებითი რეკლამა, შეუცვალოს ვიზუალური ფორმა და სხვა.

 

 

  • სტუმრის უფლებები და ვალდებულებები

 

    1. Selftravel.ge - ზე სერვისის შეძენის და დაჯავშვნის მომენტიდან სტუმარი ავტომატურად ხდება არსებული ხელშეკრულების სუბიექტი და მასზე ვრცელდება წინა მდებარე ხელშეკრულებით განსაზღრული უფლებები და ვალდებულებები კომპანია სეფლ თრეველთან და ობიექტთან ურთიერთობაში.
    2. სტუმარი აცნობიერებს, რომ ჯავშვნის განხორციელების / სერვისის შეძენის მომენტიდან სელფ თრეველი მოქმედებს მხოლოდ როგორც შუამავალი მას (სტუმრის) და ობიექტს შორის. როგორც შუამავალი სელფ თრეველი აგზავნის ინფორმაციას სტუმრის მიერ განხორციელებული ჯავშვნის დეტალების შესაბამის ობიექტთან და აგზავნის ელექტრონულ დასტურს იმავე ობიექტის სახელით.
    3. სტუმარი აცნობიერებს, რომ სელფ თრეველის მომსახურეობის გაწევისას შემოთავაზებული ინფორმაცია ეფუძნება ობიექტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. ობიექტებს თავისუფლად მიუწვდებათ ხელი სელფ თრეველ ქსელის (პლატფორმის) კაბინეტის მეშვეობით ობიექტის განთავსებისა და მართვისათვის და მხოლოდ ობიექტის წარმომადგენლები არიან სრულად პასუხისმგებელნი ინფორმაციის განთავსებაზე, განახლებაზე, მითითებულ ფასებზე, ფოტო და ტექსტური სახის ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც აისახება სელფ თრეველის ვეგ-გვერდზე (პლატფორმაზე).
    4. სტუმარი აცნობიერებს, რომ სელფ თრეველი მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს ობიექტის კეთილსინდისიერება, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სრულფასოვნება, სისწორე, აკურატულობა და შესაბამისად სელფ თრეველი არ იღებს პასუხისმგებლობას საიტზე ასახული ნებისმიერი უზუსტობისა და შეცდომისათვის (მათ შორის ტიპოგრაფიული).
    5. სტუმარს აქვს უფლება მოსთხოვოს ობიექტს selftravel.ge - ს შესაბამის გვერდზე მის შესახებ ასახული ინფორმაციის უზრუნველყოფა (დაკმაყოფილება) და ობიექტის მიერ ამ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება, შესაბამისი პასუხისმგებლობების მოთხოვნა (დაკისრება), რაც ასევე უზრუნველყოფილია მიმდინარე ხელშეკრულებით.
    6. მიუხედავად იმისა, რომ სელფ თრეველი ცდილობს selftravel.ge- ზე განთავსებული ინფორმაცია იყოს ხარისხობრივად და ინფორმატიულად გაუმჯობესებული (რეალობასთან მაქსიმმალურად მიახლოებული, სწორი, სრულყოფილი და აკურატული) არსებობს ობიექტის კეთილსინდისიერებისა და მომხმარებლის  კვალიფიკაციის შეუსაბამობის რისკი რის გამოც სელფ თრეველი დამატებით შეიმუშავებს სტუმრის უფლებების დაცვის მექანიზმებს რომელიც გამოიხატება დამატებით სერვისებსა და შესაბამისი იურიდიული პასუხისმგებლობების მექანიზმებში. ზოგიერთი ასეთი სერვისების შესახებ იხილეთ  დანართში.
    7. სტუმარმა იცის, რომ საიტზე გამოსახული ინფორმაცია არ არის  ობიექტის შესაბამისი ხარისხის განმსაზღვრელი და ის არ უნდა განიხილებოდეს როგორც რეკომენდაციის გემცემი ან სერვისისა და პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი, ან რეიტინგის დონის მაჩვენებელი თუ სპეციალური დამატებითი სტატუსი არ ენიჭება კონკრეტულ ობიექტს. ამასთანავე, ობიექტისთვის მინიჭებული სპეციალური სტატუსის არსი და მისი სანდოობა განმარტებულია დანართის შესაბამის თავებში.   



 

  • „პლათფორმა Selftravel.ge“ -ის ფასიანი სერვისების პირობები

 

    1. ფასიანი სერვისების შესახებ ინფორმაციას სელფ თრეველი ათავსებს საიტზე და ის ხელმისაწვდომია ყველა რეგისტრირებული მომხმარებლისთვის;
    2. ყველა ფასიანი სერვისი მიეკუთვნება პლატფორმის დამატებით მომსახურებებს; 
    3. ფასიანი სერვისების პირობების აღწერაში მითითებულ ინფორმაციას აქვს ანალოგიური იურიდიული ძალა, რაც წინამდებარე შეთანხმებას და მისი გათვალისწინება სავალდებულია მომხმარებლებისთვის;
    4. ადმინისტრაციას აქვს უფლება შეცვალოს ფასიანი სერვისების პირობები და ფასები მოხმარებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

 

 

  • მომხმარებლების მიერ სერვისების გაყიდვის პირობები 

 

    1. მომხმარებელი (ობიექტი) საკუთარი შეხედულებების მიხედვით განათავსებს თავის სერვისებს პლატფორმაზე და თავად განსაზღვრავს საცალო ფასს, რაშიც ის აბსოლუტურად დამოუკიდებელია და შპს სელფ თრეველი არის მხოლოდ აღნიშნული პროცესის გამტარი, შუამავალი ობიექტსა და სტუმარს შორის.
    2. სტუმრის მხრიდან სასურველი სერვისის შეძენის (დაჯავშვნის, შეკვეთის და ა.შ) შემთხვევაში შესაბამისი თანხა პირველ რიგში დაიბლოკება. იმისათვის, რომ აღნიშნული თანხა ჩაერიცხოს სერვისის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ მომხმარებელს (ობიექტს) აუცილებელია მომხმარებელმა (ობიექტმა) დაადასტუროს მიღებული შეკვეთის უზრუნველყოფის შესაძლებლობა, შემდგომ ასევე შპს სელფ თრეველი ეთანხმება პროცედურას და  მხოლოდ ამის შემდეგ ობიექტს დაუჯდება ანგარიშზე სტუმრის მიერ გადახდილი თანხა;
    3. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი გონებრივ ვადაში არ დაადასტურებს სტუმრის მიერ განხორციელებული შეკვეთის (ჯავშვნის და ა.შ) უზრუნველყოფის შესაძლებლობას, სტუმრის მიერ გადახდილი თანხა მას სრულად დაუბრუნდება იმავე ანგარიშზე საიდანაც იყო გადახდილი.
    4. შპს სელფ თრეველი არ ყიდის მომხმარებლებისა და ობიექტების მიერ განთავსებულ სერვისებს და ობიექტისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე არ არის პასუხისმგებელი.

 

  • თანხის დაბრუნების პოლიტიკა 

 

 

    1. მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე სერვისების გამოსაყენებლად ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება შპს სელფ თრეველი-ს მიერ ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
      1. არ შესრულდება ის დავალება, რისთვისაც მომხმარებელმა თანხა გადაიხადა;
      2. მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება მოხდება მის მიერ ელ-ფოსტაზე info@selftravel.ge შპს სელფ თრეველისთვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე;  
    2. სტუმრის მიერ პლატფორმაზე სერვისების გამოსაყენებლად ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება შპს სელფ თრეველი-ს მიერ ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
      1. მომხმარებელი (სერვის მიწოდებაზე პასუხისმგებელი) არ დაადასტურებს სტუმრის მიერ შეკვეთილი სერვისის უზრუნველყოფის შესაძლებლობას;
      2. სტუმრისთვის თანხისდაბრუნებახდებასრულადსტუმრის იმავეანგარიშზე, საიდანაცმოხდათანხისჩარიცხვა;

 

 

  • საიტის ვიზიტორების მხრიდან მომხმარებლის შეფასება/კომენტარი 

 

    1. საიტის მოხმარების წესებზე თანხმობით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას საიტის ვიზიტორების (სტუმრების) მხრიდან მისი საქმიანობის შეფასებაზე/კომენტირებაზეც; 
    2. პლატფორმის ადმინისტრაციას უფლება აქვს ვიზიტორების მიერ გაკეთებული შეფასებები/კომენტარები გამოაქვეყნოს საიტზე მოდერაციის გავლის შემდეგ ან მოდერაციის გარეშე; 
    3. მოხმარებელს უფლება აქვს ადმინისტრაციისგან მოითხოვოს შეფასების/კომენატრის წაშლა გასაჩივრების ღილაკით იმ შემთხვევაში თუ შეფასება/კომენტარი შეიცავს შეურაცხმყოფელ ინფორმაციას, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებს ან მომხარებელი თვლის, რომ შეფასება შეიცავს ცრუ ინფორმაციას (მაგ: არ ჰქონია კავშირი მომხმარებელთან, არ უსარგებლია მისი სერვისით და სხვა); 
    4. პლატფორმის ადმინისტრაცია მომხარებლის მიერ გასაჩივრებულ შეფასებაზე/კომენტარზე გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალურად, კონკრეტული შემთხვევის განხილვის შემდეგ.



 

  • ხელშეკრულების მოქმედების ვადა

 

    1. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის კაბინეტის გახსნის მომენტიდან და ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. ხელშეკრულების ორივე მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეაჩეროს ხელშეკრულების მოქმედება შეტყობინების (ელ-ფოსტა, ტელ. ) საფუძველზე.
    2. კომპანია სელფ თრეველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ მომხმარებლის მიერ განთავსებული ცნობები ობიექტის შესახებ არის არაკორექტული, არაეთიკური,  არ შეესაბამება სიმართლეს და სელფ თრეველის სტანდარტებს.