აღწერილობა
სასტუმრო „ჩემი სახლი“ ქ.თელავის ცენტრში მდებარეობს. ათი წუთის სავალზე ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობებიდან: ერეკლე II სასახლე, ისტორიული მუზეუმი, თელავის ცნობილი თეატრი. სასტუმროს ჩოგბურთის საერთაშორისო სტანდარტების მქონე კორტებთან სულ რაღაც 150 მეტრი აშორებს.
შიდა ეზო მრავალფეროვანი ყვავილებით, ხეხილითა და უძველესი შავი ვაზის ჯიშის ტალავერით, კაფე ტერასაზე და რესტორანი – მარანი, სადაც დააგემოვნებთ უგემრიელეს კერძებს. პროფესიონალი მზარეული დაუვიწყარს გახდის ჩვენთან გატარებულ დროს.ქართული სტუმართმოყვარეობის საუკეთესო მაგალითი, ოჯახური გარემო, იდეალური სისუფთავე, უგემრიელესი კერძები და მეგობრულ პერსონალი.
სასტუმრო საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ რთველის პროცესში, ჩურჩხელის ამოვლებაში, მწვადის შეწვაში, ქართული შოთის ცხობასა და ხინკლის მოხვევაში. შესაძლებელია ასევე ქვევრის გახსნა და ღვინის დეგუსტაცია.