აღწერილობა
Eto’s Gardenia Apartment-ი მდებარეობს ქალაქ თელავში ელენე ახვლედიანის ქუჩაზე. აღსანიშნავია ის,რომ ამ ქუჩაზე მდებარე სახლები გამოირჩევა დახვეწილი, ძველი ქართული არქიტექტურით და აპარტამენტის გარე ფასადი და შიდა ელემენტებიც ამ არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს. ჩემი სასტუმრო ძალიან ახლოს მდებარეობს იმ ღირსშესანიშნაობებთან, რომელიც ათასობით ტურისტს იზიდავს. კერძოდ ეს არის:ბატონის ციხის ძველი კომპლექსი, 900 წლის ჭადარი,თეატრი და ასევე ტურისტული საინფორმაციო ცენტრი,რომელიც ჩემი სასტუმროდან ფეხით სულ რაღაც 5-7 წუთის სავალზე მდებარეობს.
Etos Gardenia-ს გააჩნია 3 ტიპის ნომერი, მათ შორის Double room,Triple room, Quadruple Room. თითოეული მათგანი აღჭუვილია პერსონალური აბაზანა-ტუალეტით და ერთდროულად შესაძლებელია 9-10 ადამიანის განთავსება.
აპარტამენტს გააჩნია საერთო სამზარეულო-მისაღები , რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და სტუმრებს შეუძლიათ საჭმლის მომზადება.
აგრეთვე აპარტამენტს აქვს კეთილმოწყობილი ეზო და დიდი ტერასა ბუხრით, სადაც სტუმრებს შეუძლიათ მყუდრო გარემოში გაატარონ დრო.
Etos Gardenia ღვინის დეგუსტაციას, ჩაის, ყავას და Home made საფირმო ნამცხვარს სთავაზობს სტუმრებს, რაც არის სრულიად უფასო.