SELFTRAVEL.GE

აქუა ბათუმი

    
აჭარა, ბათუმის მუნიციპალიტეტი, ბათუმი. ლეხ და მარია კაჩინსკების 23
 
 
ვებ გვერდი : www.aquahotel.ge...
CHECK IN - CHECK OUT 15:00 / 11:00
აღწერილობა
ბათუმში 4 ვარსკვლავიან სასტუმროს ეძებთ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან. ბათუმში ბევრი ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა, ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ მათ შორის საუკეთესო!
სასტუმროს იდეალრი მდებარეობა გააჩნია ქალაქ ბათუმში, კერძოდ იგი ახალ ბულვარში, ზღვის პირველ ზოლში, ბათუმის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს და მისი ლოკაცია როგორც საქმიანი ვიზიტორებისათვის, ასევე დამსვენებლებისათვის ხელსაყრელია.
ჩვენი სასტუმროს ნომრები არამწეველ სტუმრებზეა გათვლილი. სასტუმროს ყველა ნომერს და აპარტამენტს გააჩნია აივანი, ყავისა და ჩაის გაკეთების საშუალება, უფასო Wifi, კონდენცირება. სასტუმრო „აქვა ბათუმის“ აპარტამენტებს გააჩნიათ აგრეთვე სამზარეულოები და ისინი განსაკუთრებით კომფორტულია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ თავი იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში და დასვენონ ოჯახთან და ბავშვებთან ერთად.
სასტუმრო "აქვა ბათუმი " გამოირჩევა თანამედროვე ინტერიერის სტილით, აქ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტუმრების კომფორტს. სასტუმროს „აქვა ბათუმის“ შენობის პირველ სართულზე განთავსებულია არაჩვეულებრივი რესტორანი და ლაუნჯი „AQUA ROOM” სადაც სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ მიირთვან საუზმე, შეუკვეთონ კერძები ქართული და ევროპული სამზარეულოდან, გადაიხადონ კორპორატიული წვეულება ან სხვა ღონისძიება.
სასტუმროს გააჩნია რამოდენიმე შესაბამისად აღჭურვილი სათათბირო ოთახი. სასტუმროს მიმღები მუშაობს 24 საათის განმავლობაში.
სასტუმროში არსებული სასიამოვნო ატმოსფერო და მომსახურების დონე თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს.
მომსახურე პერსონალი ყოველთვის მზადაა დაეხმაროს სტუმრებს ნებისმიერი სურვილის შესრულებაში, რათა მათი დასვენება ბათუმში შთამბეჭდავი და სასიამოვნო მგონებებით დატვირთული იყოს...
სპეციალიზაცია

დასვენება დასვენება

საოჯახო საოჯახო

სემინარი სემინარი

ბიზნესი ბიზნესი

შეფასება
სერვისი და პერსონალი
0.0
კეთილმოწყობა
0.0
სისუფთავე
0.0
კომფორტი
0.0
ფასი/ხარისხის შესაბამისობა
0.0
აღწერასთან შესაბამისობა
0.0
კომენტარები