აღწერილობა
სასტუმრო პენტჰაუს ბათუმი მდებარეობს ქალაქ ბათუმში, 26-ე სართულზე, 100 მ-ის დაშორებით სანაპიროდან ქალაქის ცენტრში. სასტუმროს ემსახურება საკუთარი ლიფტი .სასტუმროდან იშლება შავი ზღვისა და ქალაქის უნიკალური პანორამული ხედები, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ. ზღვისა და მთის კლიმატის გასაოცარი კომბინაცია მოგცემთ საშუალებას სასიამოვნოდ დაისვენოთ და გამდიდრდეთ ახალი შეგრძნებებით .
სასტუმროს გააჩნია სხვადასხვა კატეგორიის ნომრები (სულ 20), რომლებიც შექმნილია სპეციალურად თქვენი კომფორტისა და დაუვიწყარი დასვენებისათვის.
სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო და სათათბირო დარბაზი, ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლების დახმარებით თქვენი საქმიანი ღონისძიება, ქორწილი, კორპორატიული წვეულება და სხვა დღესასწაულები დაუვიწყარი გახდება.
სასტუმრო პენტჰაუს ბათუმი გთავაზობთ უგემრიელეს ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს და მომსახურების მაღალ სტანდარტებს.
იგრძენით თავი საკუთარ სახლში ჩვენთან ერთად!