SELFTRAVEL.GE

სულფონი

ხევსურეთი, დუშეთის მუნიციპალიტეტი, შატილის თემი. კურორტი : ფშავ-ხევსურეთი, შატილი
 
 
ვებ გვერდი : https://www.facebook...
აღწერილობა
საოჯახო სასტუმრო ისტორიული კოშკების ფონზე და ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო გარემში მდებარეობს. ვრცელი ეზო, სასტუმრო კოტეჯი და ეზოში არსებული კაფე მყუდრო და მშვიდ გარემოს ქმნის ნებისმიერი დამსვენებლისთვის.

გარდა ღამისთევისა, საუზმით, სადილითა და ვახშმით გამასპინძლებაც შესაძლებელია. ლაშქრობის მოყვარულებს შეუძლიათ Take away სერვისთ სარგებლობაც.

შატილის ისტორიული კომპლექსის წინ, მდინარე არღუნის გაღმა გვაქვს ვრცელი ეზო საოჯახო სასტუმროს ტიპის ხის კოტეჯით და ქვის შენობით, სადაც განთავსებულია კაფე სტუმრებისა და სხვა ვიზიტორებისათვის. ამავე ეზოშია ხის გადახურული ფაცხა და ცალკე მოსასვენებელი ფანჩატური, რომელიც სტუმრებს შეუძლია სასადილოდ, ასევე საღამოს ღია სივრცეში ვახშმისათვის გამოიყენონ.
საოჯახო სასტუმროში სულ არის 5 საძინებენლი. მათგან:
✅ 2 ოთხსაწოლიანი
✅ 2 სამსაწოლიანი
✅ 1 ორსაწოლიანი.

აგრეთვე, 4 სველი წერტილი – აქედან 2 კოტეჯში, ორი კი კაფის შენობაში.

სტუმრების განთავსება ხდება ასევე ისტორიულ კოშკში. რომელის ინტერიერიც ბუნებრივი, ეთნოკულტურისთვის დამახასიათებელი ქვის შიდა სივრცითა და ხის ავეჯითაა გადაწყვეტილი. აქვეა იზოლირებული აბაზანა და ტუალეტი.

კოშკი არის სამ სართულიანი.

1️⃣ პირველი სართული განკუთვნილია სტუმრების მისაღები სივრცისთვის (ტიპური ხევსურული დაბალი მაგიდითა და სკამებით იგივე “ტაბლით” და ეთნოკულტურისთვის დამახასიათებლი სხვა დეტალებით, მაგ. ფარდაგი )

2️⃣ მეორე სართულზეა ღია სასადილო გარე აივნით.

3️⃣ მესამე სართული ეთმობა 3 საძინებელს : 2 არის ორადგილიანი, 1 - ოთხადგილიანი (ღია აივნით). კოტეჯში ღამისთევის ღირებულება 1 ადამიანზეა – 20 ლ. ხოლო კოშკში- 40 ლ.

სადილის, ვახშმისა და საუზმის ფასები ორივე შემთხვევაში, ერთნაირია:
✅ საუზმე 15 ლ.
✅ სადილი 20 ლ.
✅ ვახშამი 20 ლ.

ამასთან, მოთხოვნის მიხედვით, შესაძლებელია ლანჩის მომზადება ან “take away” სერვისით სარგებლობა. ასევე, მოცემული ფასები ცვლადი შეიძლება იყოს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ცვლილებები იქნება მენიუში შეტანილი.

კონტაქტი:
სპეციალიზაცია

დასვენება დასვენება

უჩვეულო კულტურა და ტრადიცია უჩვეულო კულტურა და ტრადიცია

საოჯახო საოჯახო

ეკოლოგიური ეკოლოგიური

გეოგრაფიული ზონის თემატიკა

არქიტექტურა არქიტექტურა

ისტორიული ძეგლები ისტორიული ძეგლები

ფეხით ლაშქრობა ფეხით ლაშქრობა

ბუნებაში განმარტოება ბუნებაში განმარტოება

მთაში დასვენება მთაში დასვენება

ცხენით გადაადგილება ცხენით გადაადგილება

დაცული ტერიტორიები, ეროვული პარკები დაცული ტერიტორიები, ეროვული პარკები

უჩვეულო კულტურა და ეთნოგრაფია უჩვეულო კულტურა და ეთნოგრაფია

კომფორტი და მომსახურეობა

კვება 3 ჯერადი კვება 3 ჯერადი

კაფე-სასადილო კაფე-სასადილო

აირჩიეთ სართული
აირჩიეთ ნომრის ტიპი
N 0 - კაბანა (კოტეჯი)
  • 16
7 ოთახი
20 GEL
1 ადგილიანი ლოგინისამზარეულო/მინი–სამზარეულოაბაზანალამაზი ხედიხედი მთაშიშხაპიკვება დამატებით გადახდით
2 სველი წერტილი. მითითებული ფასი 1 პერსონაზე
N 0 - კოშკი
  • 8
5 ოთახი
40 GEL
1 ადგილიანი ლოგინიაბაზანალამაზი ხედიაივანიშხაპი
ისტორიულ კოშკშის ინტერიერი ბუნებრივი, ეთნოკულტურისთვის დამახასიათებელი ქვის შიდა სივრცითა და ხის ავეჯითაა გადაწყვეტილი. აქვეა იზოლირებული აბაზანა და ტუალეტი. ფასი 1 პერსონაზე.
შეფასება
სერვისი და პერსონალი
0.0
კეთილმოწყობა
0.0
სისუფთავე
0.0
კომფორტი
0.0
ფასი/ხარისხის შესაბამისობა
0.0
აღწერასთან შესაბამისობა
0.0
კომენტარები