SELFTRAVEL.GE

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 150-170 კმ-ზე მდებარეობს. იგი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, თუმცა ადმინისტრაციულად ერთი ობიექტია. მისი საერთო ფართობი 90 კმ2-ს აღემატება.

დაცული ტერიტორიების პირველი მონაკვეთი მოიცავს მდინარე ბაწარას ხეობის შუაწელს. აქ შემონახულია მესამეული პერიოდის რელიქტის, უთხოვრის (თახუს ბაცცატა) ტყე, რომლის ფართობი (240 ჰა) გამორჩეულია მსოფლიოში. ხემცენარეების ასაკი რამდენიმე ასეული წელია, ხოლო ვარჯის სიმაღლე 40 მეტრს აღემატება. ტყეში ფართოდაა გავრცელებული პასტუხოვის სურო (Hედერა პასტუცჰოწიი) და ეკალღიჭი (შნილახ ეხდცელსა), რაც განუმეორებელ ეფექტს ქმნის.

ბაბანეურის მონაკვეთი მდებარეობს დაცული ტერიტორიების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მოიცავს დაბალმთიან და გორაკბორცვიან ტერიტორიებს. აქ შემონახულია მესამეული პერიოდის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები რელიქტისა და კავკასიის ენდემის - ძელქვის (ძელქოვა ცაპრინიფოლია) ტყე, რომლის ფართობია 750 ჰა. ილტოს მონაკვეთი მდებარეობს დაცული ტერიტორიების დასავლეთ ნაწილში და მოიცავს მისივე სახელობის მდინარის ხეობას, სადაც პრაქტიკულად უცვლელი წიფლნარებია (Fაგუს ორიენტალის) შემონახული. ქვეტყეში კარგადაა განვითარებული წყავი. ხელუხლებელი წიფლნარები განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

მრავალფეროვანია დაცული ტერიტორიის ფაუნა, სადაც რამდენიმე ათეული სახეობის ძუძუმწოვარი და ხუთ ათეულზე მეტი სახეობის ფრინველი, მდინარეებში კი კალმახი ბინადრობს. დაცული ტერიტორიების სიახლოვეს ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები - შუა საუკუნეების ალავერდის საკათედრო ტაძარი, იყალთოს აკადემია, შუამთის სამონასტრო კომპლექსი, გრემის ციხე-ქალაქი და სხვა მრავალი ისტორიული თუ არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა წარმოდგენილი.

Copyright © 2017. ნ. ელიზბარაშვილი, ბ. კუპატაძე
Copyright © 2017. გამომცემლობა "დანი"


გალერეა




შეფასება
საინტერესო / მიმზიდველი
0.0
კეთილმოწყობა/ ინფრასტრუქტურა
0.0
აუცილებელი სერვისები
0.0
სისუფთავე
0.0
აღწერასთან შესაბამისობა
0.0
კომენტარები