დაგვირეკეთ
დაგვირეკეთ +995599417882
ვალუტა
  • ge
  • en
  • ru

ღირშესანიშნაობები

 თბილისის ეროვნული პარკი

თბილისის ეროვნული პარკი ქ. თბილისიდან ჩრდილოეთით, საგურამო-იალნოს ქედზე, ისტორიულგეოგრაფიული პროვინციების — შიდა და ქვემო ქართლის, ერწო-თიანეთისა და კახეთის მაქსიმალურ მიახლოებაზე მდებარეობს. მისი ფართობია 243 კმ2. იგი დაარსდა საგურამოს ნაკრძალის ბაზაზე, რომელიც ფუნქციონირებდა XX საუკუნის შუ... ვრცლად...
 მთაწმინდა და მამადავითი

მთაწმინდა ანუ მამადავითის მთა თბილისის ცენტრიდან დასავლეთით, თრიალეთის ქედის განშტოების სახით, ზღვის დონიდან 770 მეტრზე მდებარეობს. იგი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი, ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობაა. მთაწმინდა ფიჭვის ხელოვნური ტყეებითაა შემოსილი და ამაყად დაჰყურებს საქართვ... ვრცლად...
აბასთუმანი

აბასთუმანი მსოფლიოში სამთო-ასტროფიზიკური ობსერვატორიითაა ცნობილი. იგი გასული საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა აბასთუმნის მიდამოებში. ობსერვატორია ზღ.დ. 1650 მეტრზე მდებარეობს, სადაც ატმოსფეროს ძალიან მაღალი გამჭვირვალობა ახასიათებს. აბასთუმანი სამთო-კლიმატური კურორტია, რომელიც სამხრეთ საქართველოში,... ვრცლად...
ალავერდი

ალავერდის მამათა მონასტერი და საეპისკოპოსო ტაძარი მდებარეობს ქ. თელავიდან 20 კმზე, ახმეტის რაიონის სოფ. ალავერდთან. ალავერდის მონასტერი VI ს-ში დააარსა ასურეთიდან ქართლში მოსულმა წმინდა მამამ იოსებ ალავერდელმა (მისი საფლავი ტაძრის უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენს). ამჟამინდელი საკათედრო ტაძარი წმ. გიო... ვრცლად...
ალგეთის ეროვნული პარკი

  ალგეთის ეროვნული პარკი ქ. თბილისიდან სამხრეთით, 60 კმ-ის დაშორებით, მდინარე ალგეთის ხეობაში, ზღვის დონიდან 1100-2000 მ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი, ნაკრძალის სტატუსით, დაარსდა XX საუკუნის 60-იანი წლების შუა ხანებში. დაცული ტერიტორიის მიზანი აღმოსავლური ნაძვისა და კავკასიური სოჭის გავრცელების უ... ვრცლად...
აწყურის ეკლესია და ციხე

აწყური შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოს პოლიტიკური და საეკლესიო ცენტრი იყო. დღევანდელი სოფ. აწყური (ძვ. სახელი _ სოსანგეთი) მდებარეობს ქ. ბორჯომიდან 30, ხოლო ქ. ახალციხიდან 22 კმ-ზე. პირველი ტაძარი სოფლის ტერიტორიაზე VII ს-ის დასაწყისში აუგიათ. IX ს-ის დასაწყისში აქ უკვე არსებობდა საეპისკოპოსო... ვრცლად...
ახალციხე ( რაბათი )

ახალციხე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია (ძველი სახელი _ ლომსია). მდებარეობს თბილისიდან 230 კმ-ში, ახალციხის ქვაბულში, მდ. ფოცხოვის ორივე ნაპირზე. ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია XII ს-დან. XIII-XVI სს-ში სამცხესაათაბაგოს პოლიტიკური ცენტრია, 1629-1828 წწ-ში კი - ოსმალეთის იმპერიაში შემავა... ვრცლად...
ბაგრატის ტაძარი

უქიმერიონის გორაზე აფხაზთა და ქართველთა მეფის, ბაგრატ III-ის მიერ (978-1014 წწ.) ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული ბაგრატის საკათედრო ტაძარი ქალაქ ქუთაისის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. აქ ტარდებოდა ქართველ გვირგვინოსანთა მეფედ კურთხევის ცერემონია, გვირგვინდამრქმელი კი ქუთათელი ეპისკოპოსი იყო. ტაძ... ვრცლად...
ბათუმი

ქალაქი ბათუმი დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ბათუმის კონცხზე, ბათუმის ყურის სანაპიროსა და მიმდებარე ბორცვებზე მდებარეობს. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია. მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა საზღვაო ტრანსპ... ვრცლად...
ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ანუ "მწვანე კონცხი" შავი ზღვის პირას, ქალაქის ჩრდილოეთით არის განლაგებული და 111 ჰექტარს მოიცავს. ბოტანიკური ბაღის განაშენიანება 1889 წლიდან დაიწყო ცნობილმა დეკორატორმა, ბათუმის მთავარმა მებაღემ მ. დალფონსმა. მან სამხრეთ საფრანგეთიდან დიდი რაოდენობით შემოიტანა მცენარეთა ... ვრცლად...
ბაკურიანი

ბაკურიანი სამთო-კლიმატური კურორტია, რომელიც თრიალეთის ქედის ჩრდილო კალთებზე, მდინარე ბაკურიანისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. დაბა ბაკურიანი გაშლილია მისივე სახელწოდების ქვაბულის ფსკერზე, რომელიც ვულკანური ქანებით არის აგებული. იგი საქართველოს სამთო კურორტებს შორის ცნობილია ... ვრცლად...
ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 150-170 კმ-ზე მდებარეობს. იგი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, თუმცა ადმინისტრაციულად ერთი ობიექტია. მისი საერთო ფართობი 90 კმ2-ს აღემატება. დაცული ტერიტორიების პირველი მონაკვეთი მოი... ვრცლად...
ბეთანია

  ბეთანიის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ქვემო ქართლის რეგიონში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 15 კმ-ზე, მდ. ვერეს ხეობაში მდებარეობს. ბეთანია დაკარგულად ითვლებოდა და XIX ს-ში ხელახლა აღმოაჩინეს. მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას წმინდა გიორგის სახელობის მცირე დარბაზული ეკლესია, რომელიც 1196 წელს თამა... ვრცლად...
ბეშუმი

ბეშუმი სამთო-კლიმატური კურორტია, რომელიც არსიანის ქედის აღმოსავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს. აქ შეზავებულია შავი ზღვიდან, მაღალი მთის მდელოებიდან და საშუალო მთის მუქწიწვიანი ტყეებიდან მონაბერი ჰაერის მასები. კურორტის ფარგლებში ბალნეოლოგიური მნიშვნელობის რამდენიმე მინერალური წყა... ვრცლად...
ბოდბე

წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და ბოდბის (ქიზიყის) ეპარქიის საეპისკოპოსო ცენტრი ქ. სიღნაღიდან 2 კმ-ით არის დაშორებული. ტაძარი აგებულია ქართველთა გამაქრისტიანებლის, წმინდა ნინოს საფლავზე IV ს-ში. ბოდბის საეპისკოპოსო V ს-ში დააარსა ვახტანგ გორგასალმა. VIII-IX საუკუნეებში ტაძარი სამნავიან ბაზილიკ... ვრცლად...
ბოლნისის სიონი და წუღრუღაშენი

  ბოლნისის სიონი ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარია საქართველოში. ღვთისმშობლის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა ქ. ბოლნისიდან 5 კმ-ზე მდებარეობს. გამორჩეულია თავისი არქიტექტურითა და ორნამენტებით. ტაძრის სამხრეთ შესასვლელის ტიმპანზე ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა, სადაც აღნიშნულია, რომ ტაძარი ა... ვრცლად...
ზევით