SELFTRAVEL.GE

წყალტუბო

წყალტუბო მსოფლიოში ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც დასავლეთ საქართველოში, ზღვის დონიდან 100-120 მეტრზე მდებარეობს. იგი მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს.

კურორტი თბილისიდან 250, ხოლო ქუთაისისდან 7 კილომეტრითაა დაშორებული. კურორტის ბუნებრივი გარემო ეფექტური პეიზაჟებით გამოირჩევა. მის ფარგლებში წარმოდგენილია კოლხეთის დაბლობის, დაბალი და საშუალო მთების ტყიანი და კარსტული ლანდშაფტები. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იანვრის საშუალო ტემპერატურა +5,20, ხოლო ივლისის +230-ია. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1700–1800 მმ, რაც მიმდებარე მთებში კიდევ უფრო მატულობს. ამგვარი დანესტიანება ჯეროვნად უზრუნველყოფს მიწისქვეშა თერმულ წყლებს, რომელთა დღე-ღამური დებიტი 20 მლნ ლიტრს აღწევს.

წყალტუბოს თერმული წყლების ბალნეოლოგიური თვისებები საუკუნეების მანძილზეა ცნობილი, თუმცა როგორც კურორტმა ფუნქციონირება 1926 წლიდან დაიწყო. აქაური წყლების მინერალიზაცია 0,7-0,8 მგ/ლ, ხოლო ტემპერატურა +33+350-ია. მას სააბაზანოდ, საინჰალაციოდ და შესასხურებლად იყენებენ. თერმული წყლები ძალზე ეფექტიანად გამოიყენება რევმატიზმების, სახსრების, ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა, კანისა და გინეკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ. კურორტის სიახლოვესაა წყალტუბოს მღვიმე, რომელიც თავისი მასშტაბებით ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში.

Copyright © 2017. ნ. ელიზბარაშვილი, ბ. კუპატაძე
Copyright © 2017. გამომცემლობა "დანი"


გალერეა




შეფასება
საინტერესო / მიმზიდველი
0.0
აუცილებელი სერვისები
0.0
კეთილმოწყობა/ ინფრასტრუქტურა
0.0
სისუფთავე
0.0
აღწერასთან შესაბამისობა
0.0
კომენტარები