SELFTRAVEL.GE

უბისა

თბილისიდან დასავლეთით 160 კმ-ის დაშორებით, ხარაგაულის რ-ში ცენტრალური გზიდან მარცხნივ მდებარეობს უბისის სამონასტრო კომპლექსი. იგი შედგება წმ. გიორგის ეკლესიის (დაარსებულია IX ს-ში გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების _ ქრისტეფორესა და თეოდორეს მიერ), სვეტის 4-სართულიანი კოშკის (ტაძრის ასომთავრული წარწერა მიუთითებს, რომ აღნიშნული კოშკი ააგო საქართველოს სამეფოს პირველმა ვეზირმა სვიმონ ჭყონდიდელმწიგნობართუხუცესმა 1141 წელს), გალავნის ნაშთისა და XVI ს-ის მინაშენისგან.

ტაძარი და კოშკი ნაგებია შირიმის ქვით, სადად არის ორნამენტირებული, კედლებზე გვხვდება სამშენებლო წარწერები. უბისის მთავარი ღირსშესანიშნაობაა XIV საუკუნის ფრესკული მხატვრობა, შესრულებული დამიანეს მიერ. წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვა. ფრესკებს შორის გამოირჩევა "უბისის წმინდა გიორგის ფრესკა" და "საიდუმლო სერობა". ეს მხატვრობა ქართული და ბიზანტიური (პალეოლოგოსთა ეპოქის ხელოვნება) ფერწერის ნაზავს წარმოადგენს.

Copyright © 2017. ნ. ელიზბარაშვილი, ბ. კუპატაძე
Copyright © 2017. გამომცემლობა "დანი"


გალერეა




შეფასება
საინტერესო / მიმზიდველი
0.0
აუცილებელი სერვისები
0.0
კეთილმოწყობა/ ინფრასტრუქტურა
0.0
სისუფთავე
0.0
აღწერასთან შესაბამისობა
0.0
კომენტარები