SELFTRAVEL.GE

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ივრის ზეგანის დაბოლოებაზე, მდინარე იორსა და ალაზანს შორის, ქ. თბილისიდან 160 კმ-ზე მდებარეობს. მის შემადგენლობაშია ნაკრძალი, ეროვნული პარკი და სამი ბუნების ძეგლი, რომელთა საერთო ფართობი 250 კმ2 აღწევს.

დაცული ტერიტორიების ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია, სადაც ნალექების რაოდენობა 400 მმ-ს აღწევს. აქ ექსპოზიციის მცირე ცვლილებაც კი ნიადაგის სინოტივისა და, საბოლოო ჯამში, ლანდშაფტის სახეცვლილების მიზეზია. ამჟამად მის ფარგლებში წარმოდგენილია ნახევრადუდაბნოსა და ბედლენდების, სტეპისა და შიბლიაკის, არიდული მეჩხერი ტყეებისა და ფიჭვნარის ლანდშაფტები.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მცენარეულობა სავანის ტიპისაა, რომლის ფონზეც წარმოდგენილია უროიან-ვაციწვერიანი სტეპები და ფრიგანა. აქ გვხვდება ძალზე იშვიათი საკმლის ხე (Pისტაცეა მუტიცა), არიდული რეგიონების ჭალის (ტუგაის) ტყეები მუხის (Qურცუს პედუნცულატა), ვერხვის (Pოპულუს ნიგრა, Pოპულუს ცანესცენს), იფანის (Fრახინუს ეხცელსიორ), ველური ბროწეულის (Pუნიცა გრანატუმ) და კაკლის (ჟუგლანს რეგია) მონაწილეობით. ვაშლოვანში რამდენიმე ასეული სახეობის მცენარეა, რომელთა შორის არსანიშნავია ორქიდეების 7 სახეობა, ქართული ზამბახი (Iრის იბერიცა), ეიხლერის ტიტა (თულიპა ეიცჰლერ), ველური ვაზი (Vიტის სყლვესტრის) და სხვ. მრავალფეროვანია დაცული ტერიტორიების ფაუნაც, განსაკუთრებით ბევრია სხვადასხვა ფრინველი. აქვე მრავალი გადამფრენი სახეობა „ისვენებს“. მტაცებელი ფრინველებიდან აღსანიშნავია ბექობის არწივი, სვავი, ორბი (Gყპს ფულვუს), ძელქორი (ჩირცუს აეროგინოსუსუ) და კაკაჩა (Bუტეო ბუტეო). ჭალებში მრავლადაა კოლხური ხოხობი (Pჰასიანუს ცოლცჰიცუს).

ვაშლოვანის ბედლენდებზე ათასობით მერცხალი ბუდობს და კოლონიებს ქმნის. ამგვარ ადგილებს მერცხლების ქალაქს უწოდებენ. ბუნებრივი პირობები ხელსაყრელ გარემოს ქმნის ქვეწარმავლებისთვისაც. აქ ხმელთაშუა ზღვის კუს, აზიური მახრჩობელას, ოთხზოლიანი მცურავის, ჩვეულებრივი ანკარას, გიურზას და ბევრი სხვა სახეობის მონახულებაა შესაძლებელი. მწერების სახეობათა რაოდენობა 700-ს აღწევს, რომელთა შორის 1/7 პეპლებია. დაცულ ტერიტორიაზე არაერთი სახეობის ცხოველს შევხვდებით. მათ შორისაა არიდული ადგილებისთვის იშვიათი დათვი (Uრსუს არცტოს). 2003 წლის ბოლოს ვაშლოვანში წინააზიური ჯიქი ანუ ლეოპარდი (Pანტერა პარდუს ცისცაუცასიცა) აღმოაჩინეს, რომელიც მოგვიანებით ვაშლოვანის სიმბოლოდ იქცა. ახლახან მეზობელი ქვეყნებიდან შემოყვანილ იქნა ქურციკი (Gაზელლა სუბგუტტუროსა სუბგუტტუროსა), რომელიც ახლო წარსულში დიდი რაოდენობით ბინადრობდა მიმდებარე ტერიტორიებზე. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების უნიკალური ბუნებრივი მრავალფეროვნების მონახულება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აქ კარგადაა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა.

Copyright © 2017. ნ. ელიზბარაშვილი, ბ. კუპატაძე
Copyright © 2017. გამომცემლობა "დანი"

ვიზიტორთა ცენტრი:  ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. N 5 (ნაჩვენებია რუკაზე )

ვაშლოვანის უნიკალურ ლანდშაფტს, ტყისა და ჭალის ეკოსისტემებს, სემიარიდულ ტერიტორიებს, ქარის გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილ ეროზირებულ მთებს, რომლებსაც „არეულებს“ ეძახიან, კანიონებს, ხეობებსა და ხრამებს 7 მარშრუტი ფარავს და ვიზიტორებს 1 და 2 დღიანი სამანქანო, ველო და საფარიტურების ფართო არჩევანს სთავაზობს.

ვაშლოვანის ნაკრძალი მდებარეობს ახლოს აზერბაიჯანის საზღვართან, სწორედ ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ გზადაგზა მესაზღვრეებთან მოგიხდათ დაკონტაქტება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე საბაჟო-გამშვები პუნქტი არ გვხვდება.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორია ტურისტებისთვის გულისხმობს შემდეგ დასათვალიერებელ ადგილებს: ვაშლოვანის ნაკრძალი, ეროვნული პარკი, არწივის ხეობა, კაკლისყურის ალაზნის ჭალის ტყე და ორი ვულკანური ნაწილი, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა : ტახტი-თეფა და ქილაკუპრა.

აქვე გასათვალისწინებელი ფაქტები მოგზაურთათვის:

1. ამ ყველაფრის ნახვა შესაძლოა მოესწროს ორ ან მეტ დღეში.
2. მოგზაურობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა ეწვიოთ ვიზიტორთა ცენტრს, რომელიც მდებარეობს დედოფლისწყაროში, დამხვედრ თანამშრომელს უნდა ჩაანიშნინოთ მოგზაურობის მარშუტი, თავის მხრივ ისინი ინიშნავენ მოგზაურთა მონაცემებს და გადასცემენ რეინჯერთა თუ სასაზღვრო პუნქტების წარმომადგენლებს. ამ ყველაფრისგან თავის არიდებას ნუ ეცდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მოგზაურობა უბრალოდ შუა გზაში შეწყდება.
3. ორ ან მეტდღიანი მოგზაურობის დროს ტურისტს ღამისთევის საშუალება ეძლევათ მიჯნისყურისკენ მიმავალ გზაზე არსებულ კოტეჯებში, რომელიც საკმაოდ კეთილმოწყობილია, თეთრეულის წაღება არ დაგავიწყდეთ ვიზიტორთა ცენტრიდან.
4. ვინაიდან ვაშლოვანის ნაკრძალი შეგვიძლია ჩავთვალოთ უდაბნო ტერიტორიად, ამიტომ წყლის მომარაგება წინასწარ აუცილებელია, ასევე, გასათვალისწინებელია, ის ფაქტი, რომ ღამე ცივა

 

 


გალერეა




შეფასება
საინტერესო / მიმზიდველი
0.0
აუცილებელი სერვისები
0.0
კეთილმოწყობა/ ინფრასტრუქტურა
0.0
სისუფთავე
0.0
აღწერასთან შესაბამისობა
0.0
კომენტარები