SELFTRAVEL.GE

თუშეთის დაცული ტერიტორიები

თუშეთის დაცული ტერიტორიები ჩრდილოეთ საქართველოში, ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის ფედერაციასთან (დაღესტანთან და ჩეჩნეთთან) არსებულ სასაზღვრო ზოლში, ქ.თბილისიდან 250 კმ-ზე მდებარეობს. იგი სამი კატეგორიის დაცული ტერიტორიისგან - სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის და დაცული ლანშაფტისგან შედგება.

დაცული ტერიტორიები მთლიანად მოიცავს თუშეთს - საქართველოს ერთერთ გამორჩეულ და განუმეორებელ ისტორიულგეოგრაფიულ პროვინციას. მისი საერთო ფართობი 1220 კმ2-ს აღემატება (საქართველოს ტერიტორიის 1,7%, ხოლო კავკასიის _ 0,3%). თუშეთის ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნება, ვერტიკალური სარტყლურობა და კარგად გამოხატული ბუნებრივი ბარიერები განაპირობებს ცოცხალი სამყაროს როგორც სახეობრივ მრავალფეროვნებას, ისე უნიკალურობას და ენდემიზმს. როგორც რაოდენობრივი, ისე სახეობათა ხვედრითი წილით, თუშეთი მთელ კავკასიაში გამოირჩევა. აქ მთელი რეგიონის ენდემების 1/5-ია წარმოდგენილი. ენდემური სახეობებიდან, რომლებიც თუშეთშია გავრცელებული, გვხვდება: თუშური ტილჭირი, კოწახური, მაჩიტა (ჩამპანულა), დათვისთხილა, შროშანი (Pანცრატიუმ), თუშური ასკილი (ღოსა ტუსცჰეტიცა), შავი ანუ რადეს არყი (Bეტულა რადდენა), ღვინა (Fრიტილლარია ცაუცასიცა), ფურისულა (Pრიმულა ჯულიაე) და სხვა. თუშეთში გვხვდება ფაუნის 200-მდე სახეობა, რომელთა უმეტესობა ფრინველია. აქაა არაერთი ენდემიც, კერძოდ, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, არჩვი და ნიამორი, კავკასიური შურთხი და კავკასიური როჭო. ტყეში ბევრია შველი და გარეული ღორი, გვხვდება მგელი და მურა დათვი. თუშეთი გამოირჩევა ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების, ხალხური რეწვის, ტრადიციებისა და ეთნიკური კულტურის, სოფლის მეურნეობის (განსაკუთრებით მეცხოველეობის) სპეციფიკითა და განუმეორებლობით.

 

Copyright © 2017. ნ. ელიზბარაშვილი, ბ. კუპატაძე
Copyright © 2017. გამომცემლობა "დანი"


გალერეა




შეფასება
საინტერესო / მიმზიდველი
0.0
აუცილებელი სერვისები
0.0
კეთილმოწყობა/ ინფრასტრუქტურა
0.0
სისუფთავე
0.0
აღწერასთან შესაბამისობა
0.0
კომენტარები