SELFTRAVEL.GE

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი

თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლე თით 60-70 კილომეტრის დაშორებით, ისტორიული კახეთის ნაევრადუდაბნოში, გარეჯის კლდოვან მთებში, მდებარეობს ერთ-ერთი გამორჩეული სამონასტრო ცენტრი, რომელიც VI ს-ში დააფუძნა ასურეთიდან მოსულმა წმინდა მამა დავით გარეჯელმა.

თავდაპირველად იგი თაის მოწაფე ლუკიანესთან ერთად დასახლდა ბუნებრივ მღვიმეში, რომელიც შემდგომში დავითის ლის სახელით ცნობილი მონასტე-რი გახდა და გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცენტრად იქცა. სამონასტრო კომპლექსი დროთა განმავლობაში იზრდებოდა და ამჟამად 20-ზე მეტი ისტორიული ძეგლისგან შედგება. ეს მონასტრებია: ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეთრისენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, დავითის ლავრა, მრავალწყარო, თეთრი უდაბნო, შავი სენაკები, ბერთა მთა, წინწყარო, განსაშორი, საბერეები, ბერების სერი, სატორგე, კოწახურა, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, პატარა ქვაბები, ვერან-გარეჯა, პირკუღმარი. გვიან შუა საუკუნეებში მონასტრები ერთმანეთს უკავშირდებოდა საგუშაგო და სასიგნალო კოშკებით, რომლებმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია.განსაკუთრებით გაიზარდა გარეჯის მნიშვნელობა XII-XIII სს-ში, როდესაც მონასტერი დავით აღმაშენებელმა სამეფო საკუთრებად აქცია და გადასახადებისგან გაათავისუფლა. მონასტერი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის დონაციით სარგებლობდა. მონასტრის მესვეურები სამეფო დარბაზის წევრები იყვნენ და სამეფო კარისთვის საპატიო ძღვენის გაგზავნის უფლებით სარგებლობდნენ.

1424-1745 წლებში მონასტერი კათოლიკოსის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. თუმცა შემდეგ კვლავ სამეფო საკუთრებაში გადავიდა. დავითგარეჯის მონასტრებმა მტრის არაერთი შემოსევა განიცადა, თუმცა საქართველოს ხელისუფალნი კვლავ აღორძინებდნენ დარბეულ მონასტრებს. დავითგარეჯის მონასტრებმა შექმნა თვითმყოფადი სამონასტრო და სამშენებლო ტრადიცია, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა. განსაკუთრებით გრანდიოზული და შთამბეჭდავია ბერთუბნის ქვაბოვანი მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესიის XII-XIII სს-ის მხატვრობა. დავითგარეჯში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია.

Copyright © 2017. ნ. ელიზბარაშვილი, ბ. კუპატაძე
Copyright © 2017. გამომცემლობა "დანი"


გალერეა




შეფასება
საინტერესო / მიმზიდველი
0.0
აუცილებელი სერვისები
0.0
კეთილმოწყობა/ ინფრასტრუქტურა
0.0
სისუფთავე
0.0
აღწერასთან შესაბამისობა
0.0
კომენტარები