დაგვირეკეთ
დაგვირეკეთ +995599417882
ვალუტა
  • ge
  • en
  • ru

ღირშესანიშნაობები

თბილისი - საქართველოს დედაქალაქი

    თბილისი კავკასიის ცენტრში. საქართველოს მთათაშორის ბარში, მდ. მტკვრის ხეობაში, მისივე სახელწოდების ქვაბულში, ზღვის დონიდან 350 – 900 მ სიმაღლის ფარგლებში, ჩ.გ.410 42’-სა და ა.გ.440 47’- ზე, რამდენიმე ფიზიკურ-გეოგრაფიული ერთეულისა (შიდა და ქვემო ქართლის ვაკის, ივრის ზ... ვრცლად...
 თბილისის ეროვნული პარკი

თბილისის ეროვნული პარკი ქ. თბილისიდან ჩრდილოეთით, საგურამო-იალნოს ქედზე, ისტორიულგეოგრაფიული პროვინციების — შიდა და ქვემო ქართლის, ერწო-თიანეთისა და კახეთის მაქსიმალურ მიახლოებაზე მდებარეობს. მისი ფართობია 243 კმ2. იგი დაარსდა საგურამოს ნაკრძალის ბაზაზე, რომელიც ფუნქციონირებდა XX საუკუნის შუ... ვრცლად...
თბილისის ზღვა (წყალსაცავი)

თბილისის წყალსაცავი ქალაქიდან აღმოსავლეთით, ივრის ზეგანის უკიდურეს აღმოსავლეთ დაბოლოებაზე მდებარეობს. იგი XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე მცირე ზომის ტბის ადგილას შეიქმნა. წყალსაცავი ძირითადად მდინარე ივრის წყლებით „იკვებება“, რომელიც მას სამგორის მაგისტრალური არხით მიეწო... ვრცლად...
 მთაწმინდა და მამადავითი

მთაწმინდა ანუ მამადავითის მთა თბილისის ცენტრიდან დასავლეთით, თრიალეთის ქედის განშტოების სახით, ზღვის დონიდან 770 მეტრზე მდებარეობს. იგი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი, ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობაა. მთაწმინდა ფიჭვის ხელოვნური ტყეებითაა შემოსილი და ამაყად დაჰყურებს საქართვ... ვრცლად...
ძველი თბილისი

ძველი თბილისი - ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილი, თბილისის ის უბნები და დასახლებები, რასაც 1936 წლამდე „ტფილისი“ ეწოდებოდა. ძველი თბილისი მოიცავს: აბანოთუბანი-ხარფუხი (ანუ ტფილისი, შემდგომ სეიდაბადი), კალა, ისან-ავლაბარი, სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერე, ორთაჭალა, ჩუღურეთი, დიდუბე, ნაძალადევი. ... ვრცლად...
მეტეხის ციხე და ნარიყალა

მეტეხი თბილისის ყველაზე ადრეული დასახლებაა, მდებარეობს ავლაბარში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან შემაღლებაზე. მოიცავდა ისნის ციხეს და მის მიმდებარე ტერიტორიას.ასრულებდა მეფის რეზიდენციის ფუნქციას. აქედან მომდინარეობს სახელი მეტეხი, რომელიც ძველქართულად `სასახლის გარშემო ტერიტორიას~ ნიშნავს. ... ვრცლად...
სიონი და ქაშვეთი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (სიონის) საკათედრო ტაძარი აშენდა VI-VII სს. მიჯნაზე. იგი თბილისის მთავარი ქრისტიანული ტაძარია. დამპყრობელთა შემოსევების გამო ტაძარმა არაერთი ცვლილება განიცადა. 1226 წელს ხორეზმის შაჰმა ჯალალ-ედ-დინმა თბილისი აიღო, მისი ბრძანებით, სიონის გუმბათს თავი მოხა... ვრცლად...
სამება

სამების ტაძარი ათასწლეულის მიჯნაზე აშენდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივით და სიმბოლურად გამოხატავს ათასწლეულების მიჯნაზე საქართველოს გათავისუფლებასა და ქრისტიანული სარწმუნოების აღორძინებას. ტაძრის პროექტზე კონკურსი 1988 წ. ჩატარდა. მშენებლობა კი 1995 წ. არქიტექტორ არ... ვრცლად...
სინაგოგა, მეჩეთი, კათოლიკური ეკლესია

ებრაელები საქართველოში მცხოვრები უძველესი ერია. ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე VI ს-ში იერუსალიმიდან დევნილ ებრაელთა ნაწილი ქ. მცხეთაში მოვიდა და დასახლდა. ებრაელებს საკუთარი უბნები ჰქონდათ საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში და ძირითადად ვაჭრობას მისდევდნენ. კომპაქტურად მცხოვრები იუდეველები აგებდნენ თ... ვრცლად...
დინოზავრის ნაკვალევი _ იმერეთის მღვიმეთა კომპლექსი

მტაცებელი და ბალახისჭამია დინოზავრის 200-მდე უნიკალური ნაკვალევი დასავლეთ საქართველოში, ქ. თბილისიდან 260 კმ-ზე, მერგელოვან კირქვებზე 1933 წელსაა აღმოჩენილი. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 500 მეტრზე, ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ზონაში დასავლეთის ექსპოზიციის საქარე (შავი ზღვიდან მონაბერი) ფერდობებზე. აქ ... ვრცლად...
მდინარე რიონი და ქალაქი ქუთაისი

მდინარე რიონი დასავლეთ საქართველოში, რამდენიმე ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის _ რაჭის, იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე მოედინება. იგი სამხრეთ კავკასიაში წყალუხვობით (13,22 კმ3) და აუზის ფართობით (13,4 ათასი კმ2) გამოირჩევა. მისი წყალშემკრები აუზის ფართობი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის... ვრცლად...
წყალტუბო

წყალტუბო მსოფლიოში ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც დასავლეთ საქართველოში, ზღვის დონიდან 100-120 მეტრზე მდებარეობს. იგი მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს. კურორტი თბილისიდან 250, ხოლო ქუთაისისდან 7 კილომეტრითაა დაშორებული. კურორტის ბუნებრივი გარემო ეფექტური პეიზაჟებით გამოირჩევა. მის ფარგლ... ვრცლად...
გელათი

გელათის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქ. ქუთაისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდ. წყალწითელას ხეობაში. მონასტერი დააარსა საქართველოს მეფემ დავით IV აღმაშენებელმა (1089-1125). მონასტრის ტერიტორია მოზღუდულია გალავნით და შედგება 5 ნაგებობისგან. ეს ნაგებობებია: ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთა... ვრცლად...
ბაგრატის ტაძარი

უქიმერიონის გორაზე აფხაზთა და ქართველთა მეფის, ბაგრატ III-ის მიერ (978-1014 წწ.) ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული ბაგრატის საკათედრო ტაძარი ქალაქ ქუთაისის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. აქ ტარდებოდა ქართველ გვირგვინოსანთა მეფედ კურთხევის ცერემონია, გვირგვინდამრქმელი კი ქუთათელი ეპისკოპოსი იყო. ტაძ... ვრცლად...
სამეფო რეზიდენციები - გეგუთის სასახლე და ოქროს ჩარდახი

საქართველოს მეფეთა ერთადერთი, თუმცა დღემდე მხოლოდ ნანგრევების სახით შემორჩენილი, სასახლე და რეზიდენცია. მდებარეობს ქუთაისიდან სამხრეთით 7 კმ-ზე, მდ. რიონის ნაპირზე. მოიცავს 2 000 კვ. მ. ფართობს. VIII-X სს-ში იყო აფხაზ მეფეთა სააგარაკე - "სანადირო სახლი", ხოლო XI ს-დან - საქართველოს მეფეთა რეზიდ... ვრცლად...
კაცხი და მოწამეთა

კაცხის მაცხოვრის სახელობის ეკლესია მდებარეობს ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხში, მდ. კაცხურას ხეობაში. ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. მისი ძირითადი ნაწილი 1010-1014 წლებშია აშენებული, ბაღვაშთა ფეოდალური საგვარეულოს მიერ (ნაგებობის მთავარ შესასვლელში გვხვდება ბაღვაშთა გერბის შემადგენელი ფიგურები... ვრცლად...
ზევით