დაგვირეკეთ
დაგვირეკეთ +995599417882
ვალუტა
  • ge
  • en
  • ru

ღირშესანიშნაობები

მდინარე ენგური და ჯვრის წყალსაცავი

მდინარე ენგური დასავლეთ საქართველოში, რამდენიმე ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის (სამეგრელოს, აფხაზეთისა და სვანეთის) მიჯნაზე მიედინება. იგი სათავეს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ზღვის დონიდან 2614 მეტრზე იღებს. მდინარე შავ ზღვას სოფელ ანაკლიასთან უერთდება. იგი არ გამოირჩევა დიდი სიგრძით (213... ვრცლად...
სვანეთის განუმეორებელი მწვერვალები

სვანეთი მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციაა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, მდინარე ენგურისა და ცხენისწყლის ზემო დინების აუზში მდებარეობს. სვანეთის ბუნება, ისტორია და კულტურა განუმეორებელია, რის გამოც მას მრავალი დამთვალიერებელი სტუმრობს. სვანეთის მ... ვრცლად...
უშგული, სვანური კოშკი

უშგული ზემო სვანეთის განაპირა მხარეა, რომელშიც რამდენიმე სოფელია გაერთიანებული. იგი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთებზე, მდინარე წანერის ხეობაში (მდ.ენგურის მარჯვენა შენაკადი), ზღვის დონიდან 1600 - 2200 მეტრზე მდებარეობს. ამ მაჩვენებლით იგი ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებუ... ვრცლად...
ზუგდიდის დადიანების სასახლე

დადიანების სასახლე ქალაქ ზუგდიდის ცენტრში მდებარობს. ეს ისტორიული სასახლე და ამჟამად მუზეუმი სამეგრელოს მთავრების - დადიანების რეზიდენცია იყო. თავდაპირველად სამთავრო რეზიდენცია ააგო ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა (1611-1657). ამჟამად "დადიანების სასახლის" ისტორიული ძეგლი შედგება სამეგრელოს მთავრ... ვრცლად...
მარტვილი (ჭყონდიდი)

ჭყონდიდის მარტვილთა (წამებულთა) ეკლესია მდებარეობს ქ. მარტვილში. აგებულია VII ს-ის I ნახევარში. X ს-ში, ჭყონდიდის საეპისკოპოსოს დაარსების შემდეგ, მარტვილი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი გახდა. ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი 1104 წლიდან დავით აღმაშენებელმა აქცია მწიგნობართუხუცესად ... ვრცლად...
ნოქალაქევი

ნოქალაქევი ანტიკური და ადრექრისტიანული ხანის კოლხეთის (ეგრისის) პოლიტიკური ცენტრი, ლაზიკის სამეფოს დედაქალაქი (IV- III სს.) იყო. მდებარეობს მდ. ტეხურის მარცხენა ნაპირზე, ქ. სენაკიდან ჩრდილოაღმოსავლეთით 17 კმ-ზე (მდინარე ქალაქს სამი მხრიდან შემოსაზღვრავს). საისტორიო ტრადიციით, ციხექალაქი პირველად ... ვრცლად...
ალგეთის ეროვნული პარკი

  ალგეთის ეროვნული პარკი ქ. თბილისიდან სამხრეთით, 60 კმ-ის დაშორებით, მდინარე ალგეთის ხეობაში, ზღვის დონიდან 1100-2000 მ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი, ნაკრძალის სტატუსით, დაარსდა XX საუკუნის 60-იანი წლების შუა ხანებში. დაცული ტერიტორიის მიზანი აღმოსავლური ნაძვისა და კავკასიური სოჭის გავრცელების უ... ვრცლად...
დაშბაშის კანიონი და მდინარე ხრამი

  დაშბაშის კანიონი სამხრეთ საქართველოში, მდინარე ხრამის ხეობაში, თრიალეთისა და ქვემო ქართლის ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციათა შორის, ზღვის დონიდან 1100-1500 მეტრზე მდებარეობს. კანიონი გამომუშავებულია ვულკანურ (ბაზალტური ლავის) ქანებში, რომლითაც აგებულია მიმდებარე წალკის პლატო და ხრამის მასივი.... ვრცლად...
ბეთანია

  ბეთანიის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ქვემო ქართლის რეგიონში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 15 კმ-ზე, მდ. ვერეს ხეობაში მდებარეობს. ბეთანია დაკარგულად ითვლებოდა და XIX ს-ში ხელახლა აღმოაჩინეს. მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას წმინდა გიორგის სახელობის მცირე დარბაზული ეკლესია, რომელიც 1196 წელს თამა... ვრცლად...
ბოლნისის სიონი და წუღრუღაშენი

  ბოლნისის სიონი ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარია საქართველოში. ღვთისმშობლის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა ქ. ბოლნისიდან 5 კმ-ზე მდებარეობს. გამორჩეულია თავისი არქიტექტურითა და ორნამენტებით. ტაძრის სამხრეთ შესასვლელის ტიმპანზე ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა, სადაც აღნიშნულია, რომ ტაძარი ა... ვრცლად...
დმანისი და მანგლისის სიონი

დმანისი შუა საუკუნეების ციხე-ქალაქია. იგი ქვემო ქართლში, მდ. ფინეზაურისა და მაშავერას შესართავთან, ქ. თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 93 კმ-ზე მდებარეობს. საისტორიო წყაროებში პირველად იხსენიება IX ს-ში, როდესაც არაბთა მფლობელობაშია და ქალაქს ამირა მართავს. XI ს. 80-იან წწ-ში დმანისს სელჩუკები იკავებე... ვრცლად...
პალიასტომის ტბა

პალიასტომის ტბა დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კოლხეთის დაბლობზე, ქალაქ ფოთის სიახლოვეს მდებარეობს. იგი ფართობით (18.2 კმ2) მესამე ადგილზეა საქართველოს ტბებს შორის. ტბის სახელწოდება ბერძნულიდან მოდის პირდაპირი მნიშვნელობით „ძველ ნაპირს“ ან „ძველ შესართავს“... ვრცლად...
კურორტი ბახმარო და ნაბეღლავის მინერალური წყალი

კურორტი ბახმარო გურიაში, აჭარა-იმერეთის ქედის დასავლეთ ექსპოზიციის ფერდობებზე, კურორტ ქობულეთის განედზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, მუქწიწვიანი ტყეებისა და სუბალპური მდელოების მიჯნაზე მდებარეობს. აქ თავისუფლად აღწევს შავი ზღვიდან მონაბერი ჰაერის მასები. ადგილის სიმაღლე, მზის პირდაპირი რადიაციის მაღა... ვრცლად...
შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი

შემოქმედის შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გურიაში, მდ. ბჟუჟისმარცხენა ნაპირზე, ქ. ოზურგეთიდან სამხრეთდასავლეთით 8 კმ-ის დაშორებით, სოფელ შემოქმედში. კომპლექსი შედგება სამი ძეგლისგან: XVI საუკუნის სამრეკლოსგან, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი და 2 ერთმანეთზე მიდგმული ტაძრის: XII ... ვრცლად...
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, თავისი სტატუსით, პირველი დაცული ტერიტორიაა კავკასიაში. იგი XX საუკუნის ბოლოს შეიქმნა და ფართობით (600-ზე მეტი კმ2) ევროპის ერთ-ერთი უდიდესი დაცული ტერიტორიაა. იგი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში ქ. თბილისიდან დასავლეთით, 140 კმ მანძილზე. ეროვნული პარკი რამ... ვრცლად...
ბორჯომის ხეობა და მინერალური წყალი

ბორჯომის ხეობა საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, თრიალეთისა და ლიხის საშუალომთიან ქედებს შორის, ქ.თბილისიდან 140 კმ-ზე მდებარეობს. აქ ერთმანეთს უკავშირდება ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები - შიდა ქართლი, იმერეთი, თორი და მესხეთი. ბორჯომის ხეობა მდ. მტკვარს 60 კმ-ზე მიუყვება. მის ფარგლებშია ლიხის, ... ვრცლად...
ზევით