Позвоните
Позвоните +995599417882
валюта
  • ge
  • en
  • ru

Общие условия обслуживания

 

მომსახურეობის გაწევის საერთო პირობები

 

წინამდებარე  პირობები წარმოადგენს  შეთანხმებას კომპანია სელფ თრეველსა და selftravel.ge პლატფორმის მომხმარებელს (შემდგომში „მომხმარებელი“)  შორის ურთიერთ სასარგებლო თანამშრომლობის შესახებ.

 

  1. განსაზღვრებები

„პლათფორმა Selftravel.ge“ გულისხმობს ვებსაიტს www.selftravel.ge რომელსაც გააჩნია ინსტრუმენტები და ფუნქციები საიდანაც ხორციელდება კომპანია სელფ თრეველის მომსახურეობის გაწევა.

„მომხმარებელი“ გულისხმობს სელფ თრეველის მომხმარებელს, რომელსაც გააჩნია selftrevel.ge პლატფორმის სისტემაში შექმნილი კაბინეტი.

„კაბინეტი“ გულისხმობს ონლაინ-სისტემას, რომელშიც დაშვების უფლება აქვს  სელფ თრეველის მომხმარებელს (მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითებით) ვებ-საიტიდან:https://selftravel.ge/ge/main/user/mypage განათავსოს ობიექტი, ან შეცვალოს ინფორმაცია მათ შესახებ დაზუსტების, განახლებისა და გამოსწორების მიზნით.

„ობიექტი“ გულისხმობს მომხმარებლის მიერ განთავსებულ ტურისტთა განთავსების ობიექტს, სატრანსპორტო საშუალებასა და კვების ობიექტს.

„სტუმარი“ გულისხმობს selftrevel.ge პლატფორმისა და ობიექტის კლიენტებს (მომხმარებელს).

„პერსონალური მონაცემები“ გულისხმობს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ეხება ფიზიკურ პირს, რომლითაც შესაძლებელია პიროვნების დადგენა (მათ შორის საკრედიტო ბარათებისა და საბანკო რეკვიზიტებს).

„ობიექტის განთავსების სტანდარტული სერვისი“ გულისხმობს უფასოდ და თავისუფლად ინფორმაციის განთავსების შესაძლებლობას selftravel.ge პლატფორმაზე რეკლამისა და სტუმრების მოზიდვისათვის.

„selftravel.ge პლატფორმის დამატებითი მომსახურება“ გულისხმობს კომპანია Self Trevel- ის სისტემას, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა სტანდარტული მომსახურეობების გარდა დამატებით გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება, რომელიც მოემსახურება საკუთარი ობიექტის სერვისების გაუმჯობესებას, დაჯავშვნას, გაყიდვას, რეკლამას, კლიენტებთან კომუნიკაციასა და საკუთარი საქმიანობის წარმატებას. პლატფორმის მომსახურეობას გააჩნია მრავალი ფუნქცია და ზოგიერთ ფუნქცია (სერვისს) შესაძლებელია გააჩნდეს: დასახელება, მართვის ინსტრუმენტები (ჩართვის, გაუქმებისა და სხვა ღილაკები), გამოყენების ინსტრუქცია და პირობები ( ზოგიერთი შესაძლებელია იყოს ფასიანი), რომელიც ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და მას ერთვება დანართების სახით.

 

  1. მომხმარებლისა და ობიექტის უფლებები და ვალდებულებები
    • ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია selftravel.ge პლატფორმაზე კაბინეტის შესაქმნელად უნდა მოიცავდეს მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტას და ტელეფონის ნომერს.
    • ინფორმაცია ობიექტის შესახებ უნდა მოიცავდეს ადგილმდებარეობას (მათ შორის ზუსტი მისამართი და ისტორიული მხარე), რუკაზე ადგილის მონიშვნას, საკონტაქტო მონაცემებს, ელ-ფოსტას, ტელეფონის ნომერს, ფოტოს, აღწერას, მომსახურეობის პირობებს. ინფორმაცია არ უნდა იყოს არაკორექტული და არ უნდა ლახავდეს მესამე მხარის უფლებებს.
    • მომხმარებელი ადასტურებს საკუთარ პასუხისმგებლობას ობიექტის შესახებ განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე და ge პლატფორმის მომსახურების პირობებთან შესაბამისობაზე. მომხმარებელი გარანტიას იძლევა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია ყოველთვის არის ზუსტი და რეალობასთან შესაბამისი. მომხმარებელი პირობას დებს, რომ ყოველთვის განათავსებს ახალ აქტუალურ ინფორმაციას მათ შორის სხვა არა სტანდარტული პირობების შესახებ რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს საკუთარი კლიენტების კომფორტზე (მაგალითად რემონტის ან სამშენებლო სამუშაოების შესახებ). მომხმარებელი ვალდებულია ყოველი ცვლილებების დროს მოახდინოს ინფორმაციის შესაბამისი რედაქტირება.
    • თუ მომხმარებელს უჩნდება რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიას უშუალოდ მომხმარებელთან (რომლის მიმართაც აქვს პრეტენზია) და ათავისუფლებს სელფ თრეველს (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან. 

 

  1. კომპანია სელფ თრეველის უფლებები და ვალდებულებები
    • კომპანია სელფ თრეველი ვალდებულია მსოფლიოს თავისუფალ ინტერნეტ სივრცეში რეკლამირება გაუწიოს, ღია და ხელმისაწვდომი გახადოს მომხმარებლის მიერ პლატფორმაზეge განთავსებული ინფორმაცია ობიექტებისა და მომსახურეობების შესახებ.
    • სელფ თრეველი უზრუნველყოფს მომხმარებლის უსაფრთხო და თავისუფალ დაშვებას კაბინეტში ობიექტბის შესახებ ინფორმაციის რედაქტირებისა და პერსონალური მონაცემების ცვლილებებისათვის.
    • სელფ თრეველი პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული არასწორი ინფორმაციიც გამო თუ ეს საკითხი არ არის დარეგულირებული დამატებითი შეთანხმებით.
    • მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაციის ეფექტურობის ამაღლებისა და რეკლამის გაუმჯობესების მიზნით კომპანია Self Travel უფლებას იტოვებს მოახდინოს ნებისმიერი ინფორმაციის რედაქტირება ან წაშლა.
    • სელფ თრეველი უფლებამოსილია მომხმარებლის მიერ განთავსებულ ობიექტს მიანიჭოს განსხვავებული სტატუსი, გაუწიოს დამატებითი რეკლამა, შეუცვალოს ვიზუალური ფორმა და სხვა თუ შესაბამისი ვალდებულება დამატებით შეთანხმებაში არ იყო ნახსენები.

 

 

 

  1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
    • აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის კაბინეტის გახსნის მომენტიდან და ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. ხელშეკრულების ორივე მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეაჩეროს ხელშეკრულების მოქმედება შეტყობინების (ელ-ფოსტა, ტელ. ) საფუძველზე.
    • კომპანია სელფ თრეველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ მომხმარებლის მიერ განთავსებული ცნობები ობიექტის შესახებ არის არაკორექტული, არაეთიკური, არ შეესაბამება სიმართლეს და სელფ თრეველის სტანდარტებს.

 

 

 

  1. პლატფორმის დამატებითი ფუნქციების (სერვისების) გამოყენების პირობრბი და ინსტრუქცია.

 

  • TOP განცხადება“ :

სერვისი „TOP განცხადება“ გულისხმობს მომხმარებლის მიერ განთავსებული ობიექტის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას TOP განცხადებების კატეგორიაში. შედეგად ეს განცხადება პერიოდულად გამოჩნდება selftravel.ge პლატფორმის იმ განყოფილების პირველ გვერდზე (სასტუმრო, რესტორანი, ტრანსპორტი) რომელსაც შეესამაბება მომხმარებლის ობიექტი და ყველა TOP განცხადება რიგ-რიგობით წრიულად შეენაცვლებიან ერთმანეთს. ასევე ძებნის დროს სტუმარს ჯერ გამოუჩნდება TOP განცხადებები და შემდეგ დანარჩენი. TOP განცხადებებს შორის სიის თავში ჯერ განთავსდება ახალი დამატებული TOP განცხადება და რიგ-რიგობით მას შეცვლიან სხვა  TOP განცხადებები. 

 

ობიექტის 24 საათით TOP განცხადებების კატეგორიაში დამატების ფასი შეადგენს 1 ლარს

 

TOP განცხადებების სერვისის ჩართვა ხორციელდება უშუალოდ მომხმარებლის მიერ მისივე კაბინეტიდან, რომელიც ხელმისაწვდომია სელფ თრეველ პლატფორმაზე უნიკალური პასვორდისა და მომხმარებლის ელ-ფოსტის მეშვეობით.

 

 

Вверх